„თბილისი არენა" თბილისის გრანდ სლემის მონაწილეებს მასპინძლობს.

თბილისი გრანდ სლემზე დასრულდა შეჯიბრება 66 კგ წონით კატეგორიაში.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ვაჟა მარგველაშვილი და იტალიელი მატეო პირასი შეხვდნენ. 

 იტალიელმა ძიუდოისტმა ორთაბრძოლა  შებოჭვით მოიგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

1. ყუბანიჩბეკ აიბეკ უულუ - ყირგიზეთი 
2. ბახსუ იონდონპერენლეი - მონღოლეთი
3. მატეო პირასი - იტალია
3. ბოგდან იადოვი - უკრაინა

ამ წონით კატეგორიაში  შარშანდელი ფინალისტი გიორგი თუთაშვილი კვიპროსელ გეორგიოს ბალარჯიშვილთან, ბაჰრეინელ რამაზან კოჯაკოვთან და ესპანელ მარტინ გაიტაროსთან გამარჯვების შემდეგ ჯერ ყირგიზ ყუბანიჩბეკ აიბეკ უულუსთან დამარცხდა, შემდეგ კი რეპეშაჟში დათმო შეხვედრა ყაზახ გუსმან ყირგიზბაევთან. იპოლიტე აქუბარდიამ ყიგიზ ყუბანჩბეკ ნურგაზი უულუსთან წააგო შეხვედრა, ნადირაძემ კი მონღოლ ბახსუ იონდონპერენლეისთნ.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი დიდბრიტანელ ნეკოდა სმიტ-დევისთან შეხვედრაში მსაჯებმა ჰანსოკუ-მაკეთი (დისკვალიფიკაცია დაუშვებელი ილეთის გამოყენების გამო) დასაჯეს.

1. მარიცა პერისიჩი - სერბეთი  
2.  ნორა გიაკოვა - კოსოვო
3. ვერონიკა ტონიოლო - იტალია
3. ჯესიკა კლიმკაიტი - კანადა

შეჯიბრების პირველი დღეს ქალთა 48-52-57 კგ  და კაცთა 60-66კგ წონით კატეგორიებში ქართველმა ძიუდოისტებმა ერთადერთი მედლის (60 კგ გიორგი სარდალაშვილი, ვერცხლი) მოპოვება შეძლეს