„თბილისი არენა"-ს ტატამებზე დღეს თბილისის გრანდ სლემზე 63-70კგ წონით კატეგორიების ქალებმა  და 73-81 კგ წონითი კატეგორიების კაცებმა იასპარეზეს.  

კაცთა შორის 73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პულის ფინალში მონღოლ ერდენებაიარ ბატზაიასთან მარცხის შემდეგ რეპეშაჟში კუბელი მაგდილ ესტრადას მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა ბულგარელი მარკ ხრისტოვთან იჭიდავა.

ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე და თბილისის გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ბრინჯაოს მეორე მედლისთვის ორთაბრძოლა პულის ფინალში ბულგარელ მარკ ხრისტოვთან დამარცხების შემდეგ სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან გამარჯვებულმა კოტე კაპანაძემ ესპანელ სალვადორ კასეს როხასთან დათმო.

აღსანიშნავია, რომ თბილისის გრანდ სლემზე ესპანელი როხას მიერ ბრინჯაოს მედლის მოპოვებას მომენტალურად გამოეხმაურა ცნობილი ესპანური სპორტული  გამოცემა marca.

ამავე წონაში საწყისი ორთაბრძოლა გიორგი ტერაშვილმა აზერბაიჯანელ ნარიმან ტერაევთან წააგო მიხეილ ბახბახაშვილმა კი ასევე აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან 

1. ერდენებაიარ ბატზაია, მონღოლეთი
2. ობიდხონ მომონოვი, უზბეკეთი
3. ლაშა შავდათუაშვილი, საქართველო
3. სალვადორ კასეს როხა, ესპანეთი


81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ნახევარფინალში აბილაიხან ჟუბანახართან დამარცხების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა წააგო გერმანელ ტიმო კაველიუსთნ. ამ უკანასკნელმა გოჩილაიძესთრან შეხვედრის უფლება რეპეშაჟის ნახევარფინალში ზაურ დვალაშვილთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

ამავე წონაში მოასპარეზე ლევან გუგავამ საკვალიფიკაციო წრეში ბერძენ აფანასიოს მილონელისთან გამარჯვების შემდეგ 1/16 ფინალში უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან წააგო, ხოლო გიორგი ჯაბნიაშვილი 1/16 ფინალში ტიმო კაველიუსთან დამარცხდა.

1. ვახიდ ბორჩაშვილი, ავსტრია
2. აბილაიხან ჟუბანახარი, ყაზახეთი
3. ვიქტორ სტერპუ, მოლდოვა
3. ტიმო კაველიუსი, გერმანია

პირველივე შეხვედრის შემდეგ გამოეთიშნენ ასპარეზობას ქალთა 63კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი და ნინო გეთიაშვილი და 70კგ წონით კატეგორიაში რეგინა უთნელიშვილი.

ამრიგად, ქალთა 48-52-57-63-70კგ  და კაცთა 60-66-73-81კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობის შემდეგ საქრთველოს ძიუდოისტთა ანგარიშზე 1 ვერცხლის (60კგ გიორგი სარადალაშვილი) და 1 ბრინჯაოს (73კგ ლაშა შავდათუაშვილი) მედალია.