ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდნენ
სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს სძლია და ფინალში გავიდა.
ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსი ტიმურ არბუზოვი იქნება.
ბრინჯაოს მედლებისთვის ნუგზარ ტატალაშვილი (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ზელიმ ცკაევთან, კორეელი ჯონჰვან ლი კი უზბეკ არსლონბეკ ტოჯიევთან იჭიდავებენ