სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარეობს, მეორე დღის შეხვედრები დასრულდა.
ქალთ შორის სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატს დასკვნით მესამე დღეს გასამართი მეცხრე-მეთერთმეტე ტურის შეხვედრების წინ რვა შესაძლებლობიდან მოგროვილი 6,5-6,5 ქულით ჩინელი ჟუ ჯინერი და ინდოელი კონერუ ჰამპი ლიდერობენ.
მესამე-მეთორმეტე ადგილზე მყოფი მოჭადრაკეები, რომელთა შორის ქართველი მოჭადრაკეები, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძეც არიან, ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.
მეცამეტე-ოცდამეოთხე ადგილს ინაწილებს და ლიდერებს ქულით ჩამორჩება ნანა ძაგნიძე.
ბელა ხოტენაშვილს 4,5 ქულა აქვს, ანასტასია კირთაძეს 4, კესარია მგელაძეს 3,5 და ინგა ჭარხალაშვილს 3.
მეცხრე ტურში კონერუ ჰამპი და ჟუ ჯინერი ერთმანეთში ითამაშებენ, ნინო ბაციაშვილი ჩინელ ტინჯი ლეის შეხვდება, მერი არაბიძე უკრაინელ მარია მუზიჩუკს, ნანა ძაგნიძე კი ინდოელ შრი ბასკარ სავითას.
ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებული ფულადი პრიზის სახით 40 ათას ევროს მიიღებს.
სწრაფ ჭადრაკში ღია მსოფლიო ჩემპიონატს დასკვნითი მეათე-მეცამეტე ტურების წინ ცხრა შესაძლებლობიდან მოგროვილი 7,5-7,5 ქულით რუსი ვლადისლავ არტემიევი და ამერიკელი ჰანს ნიმანი ლიდერობენ. 7,0-7,0 ქულა აქვთ ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს (მან მეშვიდე ტურში არტემიევთან წააგო), რუს ალექსეი სარანას, თურქ იაღიზ ქაან ერდოგმუსს და უზბეკ ნოდირბეკ აბდუსატოროვს.
ლევან ფანცულაიას 5, გიგა ყუფარაძეს კი 4,5 ქულა აქვს. ბადურ ჯობავამ, რომელსაც ექვსი ტურის შემდეგ 2,5 ქულა ჰქონდა, ასპარეზობა შეწყვიტა.
სწრაფ ჭადრაკში ღია მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ფულადი პრიზის სახით 70 ათას ევროს მიიღებს.




