ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.

ქალთა შორის შვეიცარიული სისტემით ჩატარებულმა თერთმეტმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და პირველ სამ ადგილზე გასულიდან ორ საუკეთესოს შორის დანიშნულ მატჩში ალექსანდრა გორიაჩკინამ ჩინელ ჟუ ჯინერს 1,5:0,5 სძლია.

1-3. ჟუ ჯინერი 8,5 ქულა 
1-3. ალექსანდრა გორიაჩკინა 8,5 ქულა
1-3. კონერუ ჰამპი (ინდოეთი) 8,5 ქულა
4-6. შრი ბასკარ სავითა (ინდოეთი) 8,0 ქულა
4-6. რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი) 8.0 ქულა
4-6. ეკატერინა ატალიკი (თურქეთი) 8.0 ქულა

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ აჩვენა, მან 7,5 ქულით მეშვიდე-მეთოთხმეტე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მეთორმეტე ადგილი დაიკავა.

12. მერი არაბიძე - 7,5 ქულა
15. ნინო ბაციაშვილი - 7.0 ქულა
21. ნანა ძაგნიძე 7,0 ქულა
25. ბელა ხოტენაშვილი - 7,0 ქულა
61. კესარია მგელაძე - 6,0 ქულა
78. ანასტასია კირთაძე - 5,5 ქულა
109. ინგა ჭარხალაშვილი - 4,5 ქულა

სწრაფ ჭადრაკში ღია მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი გახდა. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე რუსი ვლადისლავ არტემიევი გავიდა, მესამეზე კი ინდოელი არჯუნ ერიგაისი 

1. მაგნუს კარლსენი - 10,5 ქულა
2-5. ვლადისლავ არტემიევი - 9,5 ქულა
2-5. არჯუნ ერიგაისი - 9,5 ქულა
2-5.ჰანს ნიმანი (აშშ) - 9,5 ქულა
2-5. ლეინიე დომინგეს პერესი (აშშ) - 9,5 ქულა

75. გიგა ყუფარაძე - 7,5 ქულა
162. ლევან ფანცულაია - 6.0 ქულა