ქართველმა მორაგბეებმა უელსში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
ევროპის „გამოწვევის თასის" (Challenge Cup) დებიუტანტმა „შავმა ლომმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა.
უელსის ქალაქ ლანელიში ადგილობრივმა „სკარლეტსმა" „დამამცირებელი მარცხი განიცადა" ქართველ მორაგბეებთან შეხვედრაში, - წერს „ბი-ბი-სი".
შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მეოთხე წუთისთვის ისინი 7:0-ს იგებდნენ.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში ლუკა მატკავას საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეამცირეს. 34-ე წუთზე ლუკა მატკავამ მირიან მოდებაძის ლელო გარდასახა და ტაიმი 7:10 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლუკა მატკავამ საჯარიმო შეასრულა ზუსტად - 7:13
59-ე წუთზე ბექა მამრიკიშვილის ლელოს ლუკა მატკავას გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 7:20 გახდა.
შეხვედრის საბოლოო შედეგი ლუკა მატკავას საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა - 7:23.