გუშინ, 5 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში M1 challenge 63-ზე ქართველი სპორტსმენი, რაულ თუთარაული რუს ალექსეი მახნოს დაუპირისპირდა.

შსს-ს ორთაბრძოლების სპორტული კლუბი წევრმა რაულ თუთარაულმა M1-ის ეგიდით უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მოიგო. პეტერბურგში თუთარაულმა რუს ალექსეი მახნოს ყველა საბძოლო კომპონენტში სძლია და დამაჯერებლად, ნოკ-აუტში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ რუსი სპორტსმენი აქამდე არავის ჰყავდა დამარცხებული.