საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ირაკლი კოძახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უწყების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს, რასაც მიმდინარე საკადრო ცვლილებები ხელს შეუწყობს.