ერთა ჩემპიონატზე მეხუთე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ერთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკას პირველი მარცხი აწვნია, დღეს კი უელსმა ასევე პირველი მარცხი აგემა ახალი ზელანდიას.

აღსანიშნავია, რომ უელსმა ახალ ზელანდიას 73-წლიანი პაუზის და 34-მატჩიანი წაგებების სერიის შემდეგ მოუგო, ისტორიაში პირველად დადო ხუთი ლელო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

უელსი - ახალი ზელანდია 35:28(21:21)


ამ დროისთვის დასრულებულ კიდევ ერთ შეხვედრაში არგენტინამ იტალიაში გაიმარჯვა.

იტალია - არგენტინა 14:19(7:7)






მოამზადა რაულ კაპანაძემ