საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე თბილისში ტონგას უმასპინძლა და თვის ისტორიაში მე-300 მატჩი მოგებით დაასრულა.
საქართველო – ტონგა 55:31
საქართველო
ლელო – კარკაძე (2), ლობჟანიძე, ნინიაშვილი, ტაბუცაძე (2), საღინაძე, აფრასიძე
გარდასახვა – მატკავა (6)
ჯარიმა – მატკავა
ტონგა
ლელო – ტამეიფუნა, სემესი პაეა. ტაპუეულელუ, პოლონიატი, ინისი
გარდასახვა – პელეგრინი (2)
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ლუკა მატკავას მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც ტონგელებმა მალე გარდასახული ლელოთი უპასუხეს და დაწინაურდნენ.
24-ე წუთზე ტონგა მოედანზე კაცნაკლული დარჩა – არბიტრმა პატრიკ პელეგრინი 10 წუთით გაასინბინა. რიცხვობრივი უპირატესობით ქართველმა მორაგბეებმა კარგად ისარგებლეს და ორი ლელოს დადება მოახერხეს – კარკაძის დუბლის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ.
პირველი ნახევრის ბოლომდე გუნდებმა ლელოები გაცვალეს – ჯერ ვასილ ლობჟანიძემ კიდევ უფრო გაზარდა საქართველოს უპირატესობა, ტაიმის ბოლო წუთზე კი სემისი პაეამ ანგარიში სხვაობა შეამცირა და პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა 22:14 მოიგო.
მეორე ტაიმის სტარტზე უკვე „ბორჯღალოსნები“ დარჩნენ კაცნაკლულნი – არბიტრმა 10 წუთით მოედანი აკაკი ტაბუცაძეს დაატოვებინა, რითიც ტონგელებმა მალევე ისარგებლეს და გარდასახული ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 22:21.
კაცნანკლულობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ლელოს დადება მოახერხა – დავით ნინიაშვილმა კარგად ისარგებლა მეტოქის მოთამაშეთა წამიერი უყურადღებობით და ბურთი მათ ჩათვლის მოედანში შეიტანა, მატკავა გარდასახვისას ამჯერადაც ზუსტი იყო – 29:21.
საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა, თავის ისტორიაში მე-300, საიბილეო მატჩი ლამაზი მოგებით დაასრულა და ჯგუფში წაუგებლად ლიდერობს.
მომდევნო მატჩს „ბორჯღალოსნები“ 21 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრებთან გამართავენ.




