პოლონეთის ქალაქ ბიშგოშჩში დასრულდა ქალთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში 

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები ორმატჩიან ფინალში ყაზახეთის ნაკრებს შეხვდა და ორივეჯერ გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა

პირველი ფინალური შეხვედრა
ბიბისარა ასაუბაევა - ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5
მერი არაბიძე - მერუერტ კამალიდენოვა 0,5:0,5
ალუა ნურმანოვა - ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5 
ლელა ჯავახიშვილი - ამინა კაირბეკოვა 1:0

მეორე ფინალური შეხვედრა
ბელა ხოტენაშვილი - ბიბისარა ასაუბაევა  ? (შეხვედრა ჯერ არ დამთავრებულა)
მერუერტ კამალიდენოვა - მერი არაბიძე 0:1
ნინო ბაციაშვილი - ალუა ნურმანოვა 0,5:0,5
ამინა კაირბეკოვა - ლელა ჯავახიშვილი 0:1

ჭადრაკში ქალთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი  2007 წლიდან ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. 2007-09-11-19 წლებში მსოფლიო ჩემპიონი ჩინეთი გახდა, 2017-21 წლებში - რუსეთი, 2013 წელს უკრაინა.

საქართველო მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2015 წელს გახდა. აღსანიშნავია, რომ გუნდის შემადგენლობა მაშინაც ასეთივე (ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია) იყო.