ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება. საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ღრმაღელის ქუჩაზე, სადაც პირველ ეტაპზე კომპანია GWP ცვლის ამორტიზებულ და მოძველებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს.
კერძოდ, შეიცვლება როგორც სასმელი წყლის სისტემა, ასევე წყალარინების ქსელი. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი. ასევე, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა მაისურაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.
ღრმაღელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში, დაახლოებით 1 800 000 ლარია გათვალისწინებული.










