ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ზამთრის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდებს შორის 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებს, რომლის მეტოქეც ბელგიის ნაკრები იყო, მეორე დივიზიონში პირველი ადგილის დასაკავებლად და მეორე დივიზიონის A ჯგუფში აღსაზევებლად ძირითად დროში გამარჯვება ესაჭიროებოდა.

შეხვედრა საქართველოს ჰოკეისტთა იერიშებით დაიწყო და უკვე მეცხრე წუთზე ანგარიში 2:0 იყო. შაიბები შეაგდეს მე-8 წუთზე ოლივერ ობოლგოგიანმა (ასისტენტი დმიტრი ერმოშენკო) და მე-9 წუთზე ივან შვეცოვმა (ასისტენტი ივან მაროვი).

პირველი პერიოდის მე-18 წუთზე ბელგიელებმა ერთი შაიბა გაქვითეს, მეორე პერიოდის 35-ე წუთზე კი 32-წამიან მონაკვეთში ორჯერ აიღეს საქართველოს ნაკრების კარი.

მესამე პერიოდის 58-ე წუთზე ბელგიელებმა მეოთხე შაიბა შეაგდეს და საქართველოს ნაკრებს A ჯგუფში გადასვლის იმედი მოუსპეს.