საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა გამართა.
ქართველმა ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა შვედეთში, გეტებორგის „ჰიზინგენ არენაზე", ესტონელებთან გამართეს.
ელიტრაუნდში მოსახვედრად ქართველ ფეხბურთელებს ფრეც ჰყოფნიდათ და შეხვედრის მე-17 წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გაშვებული გოლით ჩამორჩენის მიუხედავად შეძლეს მიზნის მიღწევა.
ანგარიშის გათანაბრება ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის პირველი ტაიმის 41-ე წუთზე ესტონელების მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლით შეძლეს.
ელიტრაუნდში საქართველო სხვა 26 ქვეყანასთან, აგრეთვე მასპინძლებთან, პორტუგალიელებთან ერთად ფინალის 7 საგზურისთვის იასპარეზებს.