ამერიკის შეერთებული შტატის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვივეკ რამასვამისთან ერთად მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დასახელებული მილიარდერი ილონ მასკი თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს.

შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, ნება დართოს უკრაინას გამოიყენოს ამერიკული შორი მოქმედების რადიუსის იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის მისაყენებლად, ფართო რეზონანსი მოჰყვა.

გადაწყვეტილებას ორიგინალურად გამოეხმაურა ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი მომავალი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დასახელებული მილიარდერი ილონ მასკი. მან გაიზიარა პლატფორმა X-ზე ატვირთული იუტას შტატის სენატორის, მაიკ ლის პოსტი „ლიბერალებს უყვართ ომი. ომი აადვილებს დიდ მთავრობის შექმნას" და მასე ერთადერთი სიტყვა წაუმძღვარა: „მართალია".



თავის მხრივ, რესპუბლიკელი სენატორი პოსტით უკრაინისთვის ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმის მიყენების შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას შეეხმიანა.