ინციდენტი მოხდა მეტროსადგურ "მარჯანიშვილზე". უცხო პირი შევიდა გვირაბში. უსაფრთხოების გამო დენის ძაბა გათიშეს.
ამ დროისთვის მეტროსადგურებში მოძრაობა აღდგენილია.
მომხდარ ფაქტზე "აიპრესი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც კი უწყება ინფორმაციას მოგვაწვდის, მას მკითხველს გავაცნობთ.