ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე", ევრო 2024-ის F ჯგუფის მე-2 ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე F ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები იყოშეხვედრის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი მიქაუტაძის მიერ თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ, ჩეხებმა 59-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
შეხვედრის ბოლო წამებზე საბა ლობჟანიძემ აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საქართველო შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი მამარდაშვილი - სოლომონ კვირკველია (82' გიორგი გველესიანი), გურამ კაშია, ლაშა დვალი - ოთარ კაკაბაძე, ზურიკო დავითაშვილი (62' გიორგი ჩაკვეტაძე), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი (62' ლუკა ლოჩოშვილი) - გიორგი მიქაუტაძე (88' გიორგი ქვილითაია), ხვიჩა კვარაცხელია (83' საბა ლობჟანიძე)