მსოფლიო რაგბის ერთა თასზე მეხუთე ტურის შეხვედრები დასრულდა.
მეხუთე ტურში ბორჯღალოსნებმა ავჭალის რაგბის სტადიონზე ტონგა დაამარცხეს და მას შემდეგ, რაც პორტუგალია სახლში სამოასთან დამარცხდა, ესპანეთი კი ჩილესთან, მათ ბოლო ტურის მატჩების შედეგების მიუხედავად ევროპა—აზია—აფრიკის ერთა თასის მფლობელობა გაინაღდეს.
თავის მხრივ, აშშ-მა რუმინეთში გაიმარჯვა და თბილისში ჩასატარებელი ბოლო მატჩის შედეგის მიუხედავად, ამერიკა—ოკეანეთის ერების თასის მფლობელი გახდა/
საქართველო — ტონგა 51:31(22:14)
ჰონკონგი — კანადა 17:38(10:7)
ზიმბაბვე — ურუგვაი 15:20(15:14)
პორტუგალია — სამოა 5:36(0:24)
ესპანეთი - ჩილე 20:25(7:16)
რუმინეთი — აშშ 24:53(10:22)

მოამზადა რაულ კაპანაძემ




