საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაცია, esports.ge, სეტანტა ჯორჯია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ლოჯისტიკური კომპანია ბენე ჯგუფი და თბილისის მერია 9 დეკემბრიდან  ყველაზე მასშტაბურ კიბერ ჩემპიონატს მართავს. 

ჩემპიონატი მოიცავს კიბერ სპორტის შემდეგ სახეობებს. cs:go, dota2, lol და Fifa 18. ასევე გაიმართება გრანდ ფინალი სადაც მონაწილეობას მიიღებენ : დინამო კიევის, მოსკოვის ლოკომოტივის და უზბეკეთის ბუნიტკორის კიბერ ფეხბურთელები. გრანდ ფინალის ავია მხარდამჭერია ჯორჯიან ეარვეისი.

თბილსის თასზე მონაწილეობას იღებს 384 სპორტსმენი. ჯგუფური ეტაპები 9-10 დეკემბერს გაიმართება, ფლეი ოფები და ფინალი - 15-16 დეკემბერს, ხოლო გრანდ ფინალი 17 დეკემბერს.