17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან, საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საზეიმო მსვლელობას ოჯახთან და მთავრობის წევრებთან ერთად შეუერთდა.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და ეროვნული ფასეულობების განმტკიცებისათვის.
საზეიმო მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა მემორიალთან დასრულდა, სადაც სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა.