დღეს გამოჩენილი ქართველი პოეტის, პროზაიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის 100 წლის იუბილეა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა პატივი მიაგო ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მთავრობის  წარმომადგენლებმა, მწერლის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა   გაიხსენეს ფრიდონ ხალვაშის შემოქმედება და ღვაწლი.

მწერლის შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული აჭარის ისტორიასა და კულტურასთან. განსაკუთრებულია მისი  წვლილი ქართულ ლიტერატურასა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.