მილანში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა.
ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის N1 სპორტსმენის, ევროპის ჩემპიონის და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორის, სანდრო ბაზაძის მეტოქე ეგვიპტელი ზიად ელსისი (N12) იყო.
სანდრო ბაზაძემ 15:14(8:7) დაამარცხა მეტოქე და ფინალში გავიდა, სადაც უნგრელ არონ ჟილაგის (N2) და ამერიკელ ელი დერვიშცს (N13) შორის გამარჯვებულს შეხვდება