გვადალახარაში ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის პირველ ტაიმში გოლთან უფრო ახლოს კორეელები იყვნენ, თუმცა, შანსი შანსად დარჩა და ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი ასევე მათი უპირატესობით დაიწყო და კვლავ გამოუყენებელი მომენტების შემდეგ ჩეხებმა აუტიდან მეკარის მოედანთან ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნეს კორეელთა კარში.
რვა წუთის შემდეგ კორეელებმა როგორც იქნა შეძლეს ჩეხების კარის აღება, მე-80 წუთზე კი კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ ჯერ კორეელებს შეეძლოთ გოლის გატანა, შემდეგ კი ჩეხებს, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
სამხრეთ კორეა - ჩეხეთი 2:1(0:0)
გოლები: 59' ლადისლავ კრეიჩი 0:1, 67' და 80' ჰვან ინ ბომი 1:1 და 1:2
შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ მატჩში მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრები დაამარცხა.
მექსიკა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 2:0(1:0)
გოლები: 9' ხულიან კინონესი 1:0, 67' რაულ ხიმენესი 2:0
გაძევება: 50' იაია სითოლე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, წითელი ბარათი), 84' თემბა ზვანე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა , წითელი ბარათი) 90+2 სეზარ მონტესი (მექსიკა, წითელი ბარათი)
დარჩენილი შეხვედრები:
18.06 ატლანტა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - ჩეხეთი
19.06 გვადალახარა, მექსიკა - სამხრეთ კორეა
25.06 მონტერეი, სამხრეთ კორეა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
25.06 მეხიკო, ჩეხეთი - მექსიკა




