საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში (TOP 14) 22-ე ტური „ტულუზისა“ და „კასტრის“ მატჩით გაიხსნა.
„კასტრის“ შემადგენლობაში, საფრანგეთის ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრების წევრის, ლუკა მატკავას დებიუტი შედგა.
„კასტრმა“ შეხვედრა 6:52 წააგო, თუმცა ექვსივე ქულა გუნდს მატკავამ მოუტანა, რომელიც სასტარტო შეანდგენლობაში იყო, სრულად ითამაშა და ორი ჯარიმა გაიტანა. ამას გარდა, მატკავამ 9 ბოჭვა და 14 გადაცემა შეასრულა.
„კასტრის“ კიდევ ერთი ლეგიონერი, ლევან ჩილაჩავა 51-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხუთ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი 10 წუთით დაატოვებინეს.
„ტულუზი“ 79 ქულით TOP 14-ში პირველ ადგილზეა, „კასტრს“ კი 53 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს.