საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, თბილისში პარა ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 27 ქვეყნის 182 პარა ძიუდოისტი ჩაერთო. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 13 პარა ძიუდოისტით წარსდგა.

თბილისში პარა ძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ. ასპარეზობის სასტარტო დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის. საბა ბაღდავაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გიორგი გამჯაშვილი, ზურაბ ზურაბიანი და ლევან გუგავა ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.