ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, 17-18 წლის ასაკის კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა ცალკეულ წონით კატეგორიებში.
კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ქარველმა გოგონებმა და ჭაბუკებმა 2 ოქროს, 1 ვეცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:
გოგონები
70კგ ქეთი რობაქიძე
ჭაბუკები
81კგ გიორგი მუმლაძე
ვერცხლის მედალი ჭაბუკთა 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ცოტნე იჩქიტიძემ მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:
გოგონები
63კგ ნანა გულბიანი
ჭაბუკები
73კგ ვასილ გამეზარდაშვილი
+90კგ გიორგი ქარჩაიძე
+90კგ იოანე აბალაკი
მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველო მესამე იყო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზეთა (4 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) და აზერბაიჯანის (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) შემდეგ.
ხვალ, გუნდური პირველობის პირველ შეხვედრას საქართველო ავსტრიასთან გამართავს.