ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 57 კგ წონითი კატეგორიის ქალებს შორის.

ქართველმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა, ფინალურ შეხვედრაში იაპონელ მომო ტაკაოკის სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუტანა.

1. ეთერ ლიპარტელიანი - საქართველო
2. მომო ტაკაოკი - იაპონია
3. შირლენ ნასციმენტო - ბრაზილია
3. სარა-ლეონ სისიკი - საფრანგეთი