ჩოგბურთი საფრანგეთის ღია პირველობაზე კაცთა ინდივიდუალური პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ.
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ესპანელი კარლოს ალკარაზი ნახევარფინალურ შეხვედრაში ლეგენდარულ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან (N3) 3:6, 7:5, 1:6, 1:6 დამარცხდა.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ნორვეგიელმა კასპერ რუდმა (N4) გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (N27) 6:3, 6:4, 6:0 დაამარცხა.