ქართული რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას — რადიოარხ „საქართველოს რადიოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს რადიო 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ერთ-ერთი უძველესი რადიოსადგურია ევროპაში
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.