ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს 16- და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. ქართველმა მსროლელმა სანდრო ხოსიტაშვილმა 16-წლამდელებს შორის 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველი მსროლელი უნგრელ თანატოლს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 11:12 დათმო.

ქართველი ტყვიის მსროლელები ტალინში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ 16-წლამდელთა შორის ევროპის პირველობა ტყვიის სროლაში პირველად ტარდება.