მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურთან.
საგარეჯო-ბადიაურის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მძღოლი, ორი მგზავრი კი დაშავდა.
შემთხვევის ორი სავარაუდო მიზეზი განიხილება, ერთი ვერსიით, ავტობუსი სველ გზაზე მოცურდა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით კი შესაძლოა, მძღოლი შეუძლოდ გახდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.









