ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ალიბეკ ამიროვთან დათმო.
კობა ქარუმიძემ ფინალამდე სომეხი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მეჰმეტ სარპს სძლია.
ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.