ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, მეორე დღეს საქართველოს ნაკრებებმა კიდევ 9 მედალი მოიპოვეს, 4 ოქრო, 2 ვერცლი და 3 ბრინჯაო.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ტურნირის ჩემპიონები გახდნენ, თეიმურაზ ვანიშვილი (57), გიორგი ბრეგაძე (65) და მეკი სიმონია (86). ვანიშვილმა და ბრეგაძემ ფინალში თანაგუნდელები ლევან მურცხვალაძე და ივერიკო ჯულაყიძე დაამარცხეს რომელთაც შესაბასმისად ვერცხლის მედლები ერგოთ, ბრინჯაოს კი გიორგი სულავა (65) და შმაგი თოდუა (65) დასჯერდნენ, აღსანიშნავია რომ 65 კგ-ში ოთხივე პრიზიორი საქართველოს წარმომადგენელი გახდა.
ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ტურნირის გამაჯვებული ხვიჩა ჭითავა (59) გახდა, ამავე წონაში კი გიზო მელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხვალ 28 თებერვალს ტურნირის ბოლო დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილის 61, 70, 125კგ ხოლო ბერძნულ-რომაული 71, 85, 98 კგ კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ. საქართველოს სახელით კი:
თავისუფალი ჭიდაობა: გიორგი ყაზარაშვილი (61) და შოთა ფარტენაძე (61), დავით ბუზიაშვილი (70) და ზურიკო ურთაშვილი (125).
ბერძნულ-რომაული: რამაზ ზოიძე და ბაკურ გოგოლი (ორივე 71), შალვა ხაჩიძე (85) და კუკური კირცხალია (98) იჭიდავებენ.