საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრები გრძელდება.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენს“ ესტუმრა, გაიმარჯვა და „ნიცას“ და „მონაკოს“ დღევანდელი შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე იზეიმებს ჩემპიონობას.
ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 8,0) 52-ე წუთზე გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. ლუის ენრიკემ იგი 54-ე წუთზე უსმან დემბელეთი შეცვალა.
ზურიკო დავითაშვილმა (Flashscore - 7,2) მე-9 წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა. მწვრთნელმა იგი 63-ე წუთზე შეცვალა.
„სენტ-ეტიენი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ (1:1)
გოლები: 9' ლუკას სტასინი 1:0, 43' გონსალო რამოსი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 50' ხვიჩა კვარაცხელია 1:2, 53' დეზირე დუე 1:3, 62' ჟოაო ნევეში 1:4, 66' დეზირე დუე 1:5, 90' იბრაჰიმ მბაიე 1:6