პარიზში ძიუდოისტთა გრანდ სლემზე ასპარეზობა დასრულდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კორეელ მინჯონ კიმთან იუკოთი წააგო. 

81 კგ წონაში კოტე კაპანაძემ რეპეშაჟის ნახევარფინალი ავსტრიელ ბერნდ ფაშინგთან იპონით წააგო.

ამრიგად, ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის გრანდ სლემზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.

პარიზის გრანდ სლემზე გათამაშებული 7 ოქროს მედლიდან იაპონიამ 5 მოიგო, აზერბაიჯანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კი თითო-თითო.

60კგ - ბალაბაი აგაევი (აზერბაიჯანი)
66კგ - ტაკეში ტაკეოკა (იაპონია)
73კგ - მახმადბეკ მახმადბეკოვი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
81კგ - იუჰეი ოინო (იაპონია)
90კგ - გოკი ტაჯიმა (იაპონია)
100კგ - დოტა არაი (იაპონია)
+100კგ - კენტა ნაკანო (იაპონია)