იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

როგორც სამძიმრის წერილში აღნიშნულია, საომარი კრიზისი გამო, იერუსალიმის პატრიარქი თავად ვერ ახერხებს დაკრძალვის ცერემონიაზე ჩამოსვლას და თავის წარმომადგენელს, მეუფე ნექტარიოსს გამოგზავნის.

„ჩვენ გულით ვუსამძიმრებთ წმინდა სამწყსოსა და სრულიად საქართველოს ეკლესიას უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. მისი ღვაწლი ყოველთვის დარჩება ნათელ და წარუვალ  მაგალითად. პირადად ვერ ვესწრებით საომარი კრიზისის გამო, ჩვენს წარმომადგენლად ვგზავნით ყოვლადუსამღვდელოეს მთავარეპისკოპოსს, ანდრიანუპოლისის მეუფე ნექტარიოსს, ჩვენი საპატრიარქოს ეგზარქოსს კონსტანტინოპოლში. ვთხოვთ თქვენს უწმინდესობას, წმინდა სინოდის ღირსეულ წევრებს და საქართველოს ეკლესიის ღვთისმოსავ ერს, მიიღონ ჩვენი პატრიარქალური ლოცვები. წმინდა ქალაქ იერუსალიმში, მარტის თვეში. თქვენი ქრისტეში საყვარელი ძმა, თეოფილე III იერუსალიმის პატრიარქი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.