თეთრი ვარდებით მეტრო „ავლაბრიდან" პატრიარქის ნათლულების მსვლელობა დაიწყო. როგორც მშობლები აცხადებენ, თეთრი არის სიწმინდის სიმბოლო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.