ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელს, ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა.
შეხვედრისას, მხარეებმა, საქართველოსა და IOM-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელს, სამინისტროში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა და ორგანიზაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში მიმდინარე პროექტები, რომლებიც IOM-ის ჩართულობით ხორციელდება.
მხარეები სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც შეთანხმდნენ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.