თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.
ჟურნალისტს 2025 წლის 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ
ნანუკა ჟორჟოლიანს სამართალდამცავი უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ადმინისტრაციულ სახდელს 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა მანუჩარ ცაცუამ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.