მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის გიგანტურ  სლალომში ასპარეზობა დასრულდა.  

ქართველმა სამთო მოთხილამურემ, ნინო წიკლაურმა, გიგანტური სლალომის პირველ დაშვებაში 1:12.39  აჩვენა და 55-ე ადგილი დაიკავა, მეორე დაშვებაში კი 49 იყო შედეგით 1:19:40.

ორი დაშვების ჯამში ნინო წიკლაურმა 49-ე ადგილი დაიკავა შედეგით 2:31.79

1. ფედერიკა ბრინიონე (იტალია) - 2:13.50
2. სარა ჰექტორი (შვედეთი) - 2:14.12
3. თეა ლუიზ შუერნესუნდი  (ნორვეგია) - 2.14.12

შეჯიბრებაში სულ 76 სპორტსმენი მონაწილეობდა და მათგან თხუთმეტმა პირველ დაშვებაზე, კიდევ შვიდმა კი  მეორე დაშვებაზე ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა.

ნინო წიკლაური ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეხეთდ მონაწილეობდა