აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის, ქართველმა მოჭიდავემ, ნინო სამხარაძემ (69 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყირგიზი მილანა ულანოვა 2:1 დაამარცხა და საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ სამხარაძე წელს მედალს ევროპის პირველობაზეც დაეუფლა.










