ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლად ასპარეზობენ.

ბაქოში, 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, გამოვლინდნენ მედლების მფლობელები 48-55-65-80-110 კგ წონით კატეგორიებში და ცნობილი გახდა იმ მოჭიდავეთა ვინაობა, ვინც მედლებისთვის გადამწყვეტ შეხვედრებში იასპარეზებენ 45-51-60-71-92 კგ წონით კატეგორიებში.

ქართველ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ჯერჯერობით არცერთი მედალი არ აქვთ და მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში ინარჩუნებენ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს.

51 კგ წონაში საბა აბაშიძე ნახევარფინალში დამაცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

45 კგ წონაში ლუკა ბოლქვაძე 1/4 ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა.