ბაქოში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი 17 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.
დღეს მედლები 45-51-60-71-92 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდა და საქართველო, წინა დღის მსგავსად, კვლავ უმედლოდ დარჩა.
ქართველ მოჭიდავეთა საუკეთესო შედეგი 48 და 51 კგ წონით კატეგორიებში დაკავებული მე-5 ადგილები იყო.
გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მე-11 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ოქროს მედალს ვერ შეწვდნენ, სომხეთის ნაკრებმა წევრმა ჯანეს ნაზარიანმა (71კგ) კი ფინალამდე ოთხი მეტოქის საერთო ანგარიშით 34:0 დამარცხების შემდეგ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში რუს ასლან ძუევს 4:3 სძლია.
დღესვე ასპარეზობაში გოგონები ჩაებნენ. ქართველი მოჭიდავე ანა ლაბაძე კანადელ გურლინ დილონთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.




