ალბანეთის ქალაქ დურესში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში იუნიორთა და 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდათა შორის.
შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოდან ფიცარნაგზე 49 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანი მარიამ მაისურაძე გავიდა.
მარიამ მაისურაძემ ატაცსა და აკვრაში მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი დიდი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ




