მონტე-კარლოში ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბოლო მე-10 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ქართველმა მოჭადრაკემ, ნინო ბაციაშვილმა, რომელსაც ბოლო ტურის წინ 8 ქულა ჰქონდა ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს, შვეიცარიელ ალექსანდრა კოსტენიუკს, ამ უკანასკნელთან შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.



ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკემ, სოფიო გვეტაძემ, რომელმაც 11 შესაძლებლობიდან 8 ქულით მესამე-მერვე ადგილები გაიყო, დამატებით მაჩვენებლებით კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

1. ნინო ბაციაშვილი - 9,0 ქულა
2. ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) - 9,0 ქულა
3. სოფიო გვეტაძე - 8,0 ქულა
4. მაი ნარვა (ესტონეთი) - 8,0 ქულა
5. ელინ რობერსი (ნიდერლანდები) - 8,0 ქულა
6. ეკატერინა ატალიკი (თურქეთი) - 8,0 ქულა
7. ანასტასია ავრამიდუ (საბერძნეთი) - 8,0 ქულა
8. ირინა ბულმაგა (რუმინეთი) - 8,0 ქულა

19. მერი არაბიძე - 7,0 ქულა
29. ლელა ჯავახიშვილი - 7,0 ქულა
30. ინგა ჭარხალაშვილი - 7,0 ქულა
31. ბელა ხოტენაშვილი - 7,0 ქულა
32. ანა მათნაძე-ბუჯიაშვილი (ესპანეთი) - 7,0 ქულა
45. ნინო მაისურაძე (საფრანგეთი) - 6,5 ქულა
54. ქეთი წაწალაშვილი - 6,0 ქულა
69. კესარია მგელაძე - 5,5 ქულა
83. ანასტასია კირთაძე - 5,0 ქულა.

შეგახსენებთ, რომ მონტე-კარლოში 9 იანვარს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ბელა ხოტენაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მასალის ბოლო განახლება 20:47 საათზე მოხდა.