მონტე-კარლოში დასრულდა ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის. 

ქართველმა მოჭადრაკემ, ბელა ხოტენაშვილმა, რომელიც ბოლო ტურის წინ ერთპიროვნულად ლიდერობდა, დასკვნით შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია ნიდერლანდელ ელინე რობერსთან და 13 შესაძლებლობიდან მოგროვილი 10 ქულით პირველი-მეორე ადგილები მასთან ერთად გაიყო. პირად შეხვედრაში გამარჯვებული ნიდერლანდელი ევროპის ჩემპიონი გახდა, დამარცხებული ბელა ხოტენაშვილი კი ვიცე-ჩემპიონი.

1. ელინე რობერსი (ნიდერლანდები) - 10 ქულა
2. ბელა ხოტენაშვილი - 10 ქულა
3. ოლივია კიოლბასა  (პოლონეთი) - 9,5 ქულა
4. იულია ოსმაკი (უკრაინა) - 9,5 ქულა
5. ნინო ბაციაშვილი - 9,5 ქულა
10. მერი არაბიძე - 9,0 ქულა
18. ლელა ჯავახიშვილი - 8,5 ქულა
21. ქეთი წაწალაშვილი - 8,0 ქულა
27. ინგა ჭარხალაშვილი - 8,0 ქულა
29. ანა მათნაძე-ბუჯიაშვილი (ესპანეთი) - 8.0 ქულა
31. ანასტასია კირთაძე - 8,0 ქულა
42. სოფიო გვეტაძე - 7,0 ქულა
45. კესარია მგელაძე - 7,0 ქულა
56. ნინო მაისურაძე (საფრანგეთი) - 7,0 ქულა