დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
წყვილთა შორის ფიგურულ სრიალში ქართველმა მოციგურავეებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ 75,96 ქულით პირველ ადგილზე იყვნენ, თავისუფალი სტილით ასპარეზობისას 139,80 ქულით ასევე პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.




