თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 15 წლის მოზარდს იმ დროს დაეჯახა, როდესაც გოგონა გზის გადაკვეთას ცდილობდა.
გოგონა, ქვედა კიდურის მოტეხილობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.




