ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო A ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა
მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო A ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში სერბეთი პორტუგალიას მასპინძლობდა. პირველი ნახევარში „ლივერპულის" მოთამაშე ნახევარმცველ დიეგუ ჟოტას მიერ მე-11 და 36 წუთებზე გატანილი გოლებით პორტუგალიელები დაწინაურდნენ. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ალექსანდრ მიტროვიჩმა ერთი გოლი გაქვითა, მე-60 წუთზე კი ფილიპ კოსტიჩმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ლუქსემბურგის ნაკრებმა, რომელიც ირლანდიას სტუმრობდა. ერთადერთი გოლი კიევის დინამოს ლუქსემბურგელმა თავდამსხმელმა ჟერსონ როდრიგესმა შეხვედრის 85-ე წუთზე გაიტანა. სერბეთი 2 თ → 4 ქ → 5:4 ბურთ. სხ. პორტუგალია 2 თ → 4 ქ → 3:2 ბურთ. სხ. ლუქსემბურგი 1 თ → 3 ქ → 1:0 ბურთ. სხ. აზერბაიჯანი 1 თ → 0 ქ → 0:1 ბურთ. სხ. ირლანდია 2 თ → 0 ქ → 2:4 ბურთ. სხ.