ესპანეთის ქალაქ ლინარესში ჭადრაკში 2025 წლის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა.
სენსაცია დაფიქსირდა აშშ-ის და ჩინეთის ნაკრები გუნდების შეხვედრაში. ფავორიტად მიჩნეულმა ჩინეთის ნაკრებმა მარტჩი 1:3 წააგო.
სენსაციად შეიძლება შეფასდეს საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდების შეხვედრის შედეგიც. რეიტინგით წინ მდგომმა საქართველოს მოჭადრაკეებმა შეხვედრა ფრედ დაასრულეს და ნახევარფინალში თამაშის უფლების მოპოვებისთვის ტაი ბრეიკში ითამაშებენ.
ულვია ფატალიევა 1-0 ნინო ბაციაშვილი
ლელა ჯავახიშვილი 1-0 გოვჰარ ბეიდულაევა
ხანიმ ბალაჯაევა 1-0 ბელა ხორტენაშვილი
მერი არაბიძე 1-0 გულნარ მამადოვა
ფიდეს სახელით მოასპარეზე რუსეთმა უზბეკეთი 3,5:0,5 დაამარცხა, ყაზახეთმა კი ინდოეთს 3:1 სძლია.




